“სიარული არის ადამიანის საუკეთსო მკურნალი” ამბობდა ჰიპოკრატე. ყოველდღიურად 15-30 წუთიც კი საგრძნობლად აუმჯობესებს, როგორც ადამიანის გარეგნობას, ასევე მის ჯანმრთელობას. ნუ გაგაზარმაცებთ მანქანა! სადაც შეგიძლიათ, რომ ფეხით იაროთ, ნუ დაგეზარებათ. ერთი ანდაზა კი ამბობს: „ორი მკურნალი მყავს — მარჯვენა და მარცხენა ფეხი“.
წარმოგიდგენთ შვიდ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა ვისეირნოთ დღეში ნახევარი საათი მაინც:
1. საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადების შანსებს
გულთან დაკავშირებული დაავადებები ძალიან ხშირია მსოფლიოში და თუნდაც ჩვენს ქვეყანაში. ყოველ დღე 30 წუთი სეირნობა აწესრიგებს გულსისხლძარღვთა სისტემას. ჰარვარდის პროფესორების კველვამ აჩვენა, რომ უბრალოდ სიარული 30%-ით ამცირებს გულის დაავადების ალბათობას.
2. გვიცავს სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი სიმსივნური დაავადებისგან.
მეცნიერები ამბობენ, რომ 3 საათი ძუნძული ერთ კვირაში, საგრძნობლად ამცირებს კუჭ-ნაწლავის და მკერდის კიბოს განვითარების შანსებს.
3. ზრდის ფილტვის მოცულობას
სიარული აერობიკული ვარჯიშის ერთერთი ფორმაა, რომელიც ზრდის ჟანგბადის ნაკადს სისხლძარღვებში და ავარჯიშებს თქვენს ფილტვებს. ასევე ხდება ტოქსინების განადგურება და ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების შანსებს
4. აძლიერებს იმუნურ სისტემას
ჯანსაღი ორგანიზმი მზადაა დაიცვას საკუთარი თავი სხვადასხვა მიკრობებისგან და დაავადებებისგან. თუ დათვივით ზარმაცი ხარ და შენი კიდურები მთელი წლის განმავლობაში უმეტესად უმოქმედოა, მაშინ თქვენი იმუნური სისტემა ვერ დაგიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან.
5. სიარული ასტიმულირებს ტვინის მუშაობას
როგორც აღმოჩნდა, სიარული მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა არ არის – მას შეუძლია არა მხოლოდ კუნთების, არამედ ტვინის საქმიანობის სტიმულირებაც.
6. ტვინზე დადებითად მოქმედებს.
დეპრესიის, მღელვარების ან შფოთვის მოხსნის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ხეტიალი. აბა სცადეთ სეირნობა ყურსასმენებით, ან თუნდაც ფოთლების შრიალს უსმინეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და ჩაისუნეთქეთ და იგრძნობთ თუ როგორ შორდება თქვენს ტვინს გადაფარებული ბურუსი.
7. რა თქმა უნდა, წონის დაკლებაში გვეხმარება!
ნებისმიერი სახის ფიზიკური მოქმედება ჩვენს ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება. მართალია სიარულით “ბაკავიკებს” და მუცელზე კუბიკებს ვერ დაიყენებთ, მაგრამ კალორიების დაწვაში სერიოზულად დაგეხმარებათ.
8. სიარული მოქმედებს განწყობაზე
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ჩვენ მდგომარეობასა და განწყობაზე. ამისთვის აშშ-ის ფსიქოლოგიის ასოციაციის მეცნიერებმა სტუდენტებს შორის სამი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სულ 12 წუთი სიარული იწვევს სიმხნევის, ყურადღებისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას.
9. ასაკში ძალიან მოხერხებულები იქნებით.
თქვენ არ იქნებით ბებია ან ბაბუა, რომელსაც 10 წუთი დასჭირდება სკამიდან ასადგომად. თქვენ ის მოხუცი იქნებით, რომელიც შვილიშვილთან ერთად დარბის და თამაშობს.
10. სეირნობა ხელს უწყობს შემოქმედებას
სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიარული შემოქმედებით შთაგონებას საშუალოდ 60%-ით ზრდის იმასთან შედარებით, თუ ამ დროს მჯდომარე მდგომარეობაში გაატარებთ. ეფექტი შეინიშნებოდა უშუალოდ სიარულისა და მალევე მის შემდეგ პერიოდში.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა
● სიარულისას გაიმართეთ ბეჭებში, თავი გაასწორეთ (ნიკაპი მიწის პარალელურად უნდა იყოს) და წინ 6 მეტრის მოშორებით იყურეთ.
● ზომიერი ნაბიჯით იარეთ. ისე სწრაფად ნუ ივლით, რომ ლაპარაკისას სუნთქვა გაგიჭირდეთ.
● ნუ გადადგამთ დიდ ნაბიჯებს. სიჩქარის გასაზრდელად უფრო სწრაფი და მოკლე ნაბიჯებით იარეთ.
● სიარულისას ხელები წინ და უკან აქანავეთ ისე, რომ იდაყვები სხეულთან ახლოს იყოს. ნუ გაიქნევთ ხელებს განზე.
● ნუ დაეშვებით პირდაპირ ტერფზე. ყოველი ნაბიჯის დროს ქუსლიდან თითის წვერებზე გადადით.
● მოერიდეთ სიმძიმის ტარებას. ეს წონასწორობას დაგაკარგვინებთ და შეიძლება კუნთების ან მყესების დაჭიმვა გამოიწვიოს.