- კვლევების თანახმად, საქართველოში კომპიუტერული მოწყობილობების იმპორტი შემცირდა, მაგრამ ლეპტოპების გაიზარდა.
თუ გასული წლის 11 თვეში, ჯამში, 31,224 მლნ აშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს მათი რაოდენობა 33,928 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2020 წლის იანვარ-ნოემბერის მონაცემებით ნოუთბუქები შემდეგი ქვეყნიდან შემოვიდა.
- ჩინეთი – 13,491 მლნ აშშ დოლარი,
- ნიდერლანდი – 7,161 მლნ აშშ დოლარი,
- ჩეხეთი- 4,013 მლნ აშშ დოლარი,
- ჰონ-კონგი – 3,389 მლნ აშშ დოლარი,
- შვეიცარია – 1,116 მლნ აშშ დოლარი,
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1,074 მლნ აშშ დოლარი,
- სინგაპური – 967.65 ათასი აშშ დოლარი,
- რუსეთი – 778.97 ათასი აშშ დოლარი,
- ბელარუსი – 598.57 ათასი აშშ დოლარი,
- აშშ – 287.05 ათასი აშშ დოლარი.
კომპიუტერებზე მოთხოვნის ასეთი ზრდა, პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების საჭიროებამ გამოიწვია.
რიგი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს ლეპტოპების და პერსონალური კომპიუტერების მიწოდება 300 მილიონს მიაღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.
მოთხოვნის ზრდის კვალობაზე, ბაზარზე კომპიუტერების დეფიციტს ის გარემოებაც ქმნის, რომ ისეთი მიმწოდებლები, რომლებიც ეკრანების და პროცესორების წარმოებაზე არიან ორიენტირებული, პანდემიური ლოკდაუნის გამო, გარკვეული დროით გაჩერებულები იყვნენ.