კვებეთ თქვენი იმუნიტეტი

ორგანიზმის ფუნქციების აღმდგენი საშუალება, სახლის პირობებში, საკუთარი ხელით შეიძლება მოვამზადოთ. რეცეპტს, რომელსაც შემოგთავზაებთ, ვიტამინების რაოდენობის მიხედვით, ბადალი ნამდვილად რომ არა აქვს.

ინგრედიენტები ელექსირის მოსამზადებლად:

  • ქიშმიში – 0, 5 კგ.
  • კურაგა – 0, 5 კგ.
  • ლეღვის ჩირი – 0, 5 კგ.
  • ქლიავის ჩირი (უკურკო) – 0, 5 კგ.
  • ლიმონი (ქერქიანად) – 1 ცალი
  • ნიგოზი – 300 გრ. + თაფლი – 0, 5 კგ.

I. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ თაფლი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

II. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

ნაზავი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, მაგრამ! – სასურველია, კუჭ-ნაწლავით დაავადებულები ფრთხილად იყვნენ. ელექსირის მოქმედება ინდივიდუალურია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *