- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, შალვა ბედოიძემ და ვლადიმერ ბორცვაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს.
მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს. ამ დრომდე გიორგი ალადაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება