- თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკუ;ლ შემთხვევაზე ჟურნალისტებთან განმარტა, რომ გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში.
“ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული. რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ”.
ინფორმაციისთვის: ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.