ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თანამოქალაქეებს ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს ულოცავს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეზიდ თანამოქალაქეებს ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს ულოცავს.

„ჩვენს ეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს – აიდა სარსალეს. ქვეყნისადმი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ თქვენს თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში.

მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *