- ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქგვერდზე წერს.
“ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას.
ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ვამაყობთ. ებრაული თემის ყოველდღიური შრომა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ძმობას.
ამიტომ, თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიხარულია. ვუერთდები თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”.