- მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რათა მაქსიმალურად მიიღონ საცხოვრებელი ბინები და ფულადი კომპენსაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა.
“მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ოჯახის წევრები. დიდი ტრაგედიაა ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები. ამას გარდა, მიიღებენ ფულად კომპენსაციებსაც, რათა შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.