„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია, მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ცვლილებები 19 ივლისიდან ამოქმედდება.