- ამ წუთებში, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სამი პოლიტიკური პარტიის მსვლელობა მიმდინარეობს.
პარტიის ლიდერები “ძლიერი საქართველოს” ცენტრალური ოფისიდან ჯერ მარჯანიშვილის მოედანზე მივლენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ შენობისკენ გააგრძელებენ მსვლელობას.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “გაიღვიძე საქართველო”.