- ამ წუთებში, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”, “საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!”, “ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“.
„თავისუფლების მარშს“ შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.