- თბილისში „ალილოს” საზეიმო მსვლელობა გაიმართა. „ალილოს” მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შობის პარაკლისი მიმდინარეობდა.
„ალილოს” მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს.