- ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და ავსტრიის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან ერთად დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავსტრიის საელჩომ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ავსტრიული კუთხე საბაზისოდ აღჭურვა გერმანულენოვანი წიგნებითა და პუბლიკაციებით. ავსტრიის ელჩის განცხადებით, სამომავლოდ ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით კიდევ შეივსება.