- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამოცხადებული ერთსაათიანი შესვენების მიუხედავად, კვორუმი ისევ ვერ შედგა.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს დღევანდელ სხდომას “ოცნების” 19 წევრი ესწრებოდა. სხდომას ისევ არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
საკრებულოს დროებითმა, უხუცესმა სპიკერმა თემურ უბერმა დეპუტატებს მიმართა სხდომა გადაედოთ ერთი საათით და ამით შესაძლებლობა მიეცათ კოლეგებისთვის, რომ მობრძანებულიყვნენ საკრებულოს სხდომაზე. “თუ შედგა კვორუმი, ისევ გავაგრძელებთ სხდომას.”-განაცხადა სხდომის დროებითმა სპიკერმა.
სხდომაზე არ გამოცხადა 25 დეპუტატი-22 “ენმ”-ს, 3 “ქართული ოცნების” დეპუტატი.