- დღეს, ზუგდიდში, მედიის წარმომადგენლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი მაისურებით და ფოტოსურათით ხელში.
ჟურნალიტები ითხოვენ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დროულ და ეფექტურ გამოძიებას.
ინფორმაციისთვის, 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ათეულობით ჟურნალისტის მიმართ, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, განხორციელდა ძალადობა, მათ შორის იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ამ შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ.