- საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, – წერს მერაბიშვილი.
ინფორმაციისთვის: დღეს, 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.