- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას”, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში.