- შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “ქუთაისის აეროპორტი” და “სადახლო-საავტომობილო”, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური შემოწმება მოხდა.
“შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო ჯამში: 468,15 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 146,64 ლარი შეადგინა”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.