დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 130 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 130 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ. ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ეკომიგრანტი ოჯახების მიერ შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *