- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დეკემბერში მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს, თუმცა ტარიფის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს, ვინაიდან ადრე დადგენილ ტარიფებს დეკემბერში ეწურება ვადა, რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.