გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

  • გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

მოსახლეობას უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და მუშაობა მიმდინარეობს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენაზე.

ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მიედინებოდა, მძიმე ტექნიკამ ნაწილობრივ გაწმინდა.

წყალდიდობამ დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად კი ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სტიქიამ ასევე დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

ამასთან, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *