გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხვედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 2 კი – აჭარაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა კრიპტომერიის სახეობის ხე-მცენარე.

შუახევის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 4 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *