“განიხილება ზედოზირების ვერსიაც” — შსს ლაშქარავას გარდაცვალებაზე

  • შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.

შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი.

“პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა თავის მეგობართან ერთად მოპედის საშუალებით. მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, იყო ფონიჭალის დასახლება, ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იმის გამო, რომ წინასწარ არ მოხდეს ვერსიების გაჟღერება სამინისტროს მხრიდან”, — თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, “არ იქნება სწორი და პროფსიონალური, როცა გამოძიებამ შეიძლება ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება”.

როგორც შსს აცხადებს, გარდაცვალების უშალო მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შედეგად გახდება ცნობილი.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *