- თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
სოლიდარობის პროტესტის მონაწილეების ნაწილი მშვიდობის ხიდთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი – „მიშას სიცოცხლისთვის” გადმოფინეს.
აქციის მთავარი მოთხოვნა იყო „მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა“ და მისი „სიცოცხლის გადარჩენა“.