- ამ საჯარო განცხადებით, მსურს გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე, – ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, – წერს ელჩი.