- ბათუმის სტადიონმა, მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
“ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო”-აღნიშნულია ინფორმაციაში.