- ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბულვარში ბატუტზე მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
ინფორმაციისთვის: 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.