- ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.
ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.