- პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება ერთიან საარჩევნო ნომერსა და სახელს, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ნომერ 4-ზე შეთანხმებულები არიან, სახელზე კი მსჯელობენ.